რენოვარე მომხმარებლებს სთავაზობს პროექტირებისა და არქიტექტორულ მომსახურებებს, პარტნიორ ArchHub-თან ერთად. ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი დიზაინერები, არქიტექტორები, ინჟინრები და ყველა საჭირო რგოლი პროექტირების მიმართულებით თქვენი უძრავი ქონებისთვის შექმნიან თქვენს რეალობაზე, ინტერესებსა და გემოვნებაზე მორგებულ პროექტისა და არქიტექტურის კონცეფციას, სადაც მშენებლობის ყველა დეტალი უმაღლესი სტანდარტებით იქნება დაგეგმილი და ყველა პროცესი უკლებლივ გაწერილი.

მომსახურების პროცესი და პირობები:

  • გამოკითხვა პროექტის დეტალების შესახებ
  • იმ შემთხვევაში თუ გამოკითხვის შედეგად ჩვენი გუნდი თანახმაა შეასრულოს სამუშაო, მომხმარებელი იხდის თანხის ნახევარს
  • პირველი სატესტო ესკიზების მოწონების შემთხვევაში მიმართულების არჩევა
  • სრულდება საპროექტო სამუშაო და ხდება დეტალების ცვლილებების გათვალისწინება
  • დოკუმენტაციის შესაბამის ორგანოებში წარდგენა და საბოლოო დასკვნების და (მშენებლობის) უფლებების მიღება
  • მომხმარებელი იხდის მთლიანი თანხის მეორე ნახევარს

პროექტირების ეს მიმართულება მოიცავს სრულ მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის:

  • არქიტექტურული პროექტი
  • ტოპოგრაფიული გეგმა
  • კონსტრუციული პროექტი + ექსპერტიზა
  • სატრანსპორტო სქემები
  • გეოლოგია + ექსპერტიზა
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტი
  • საინჟინრო პროექტი
  • დემონტაჟი
  • ტაქსაცია
  • საინფორმაციო ბანერის განთავსება

იხილეთ სამაგალითო პროექტი და ფასი:

სამაგალითო პროექტის რენდერი

სამაგალითო დიზაინერულ ნამუშევრები დაცულია საავტორო უფლებებით, ამიტომ დიდ ალბომს აქ ვერ გავნათავსებთ. აქ მოცემული კატოლოგისა და ფოტოების გამოყენება უნებართვოდ აკრძალულია.

WE DO PROJECT AND ARCHITECT YOUR SPACES.