სპილენძი

სპილენძის გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა მარილი და ლიმონი. უბრალოდ დაყარეთ მარილი გაჭრილი ლიმონის ნახევარზე და წმინდეთ სპილენძის ზედაპირი მანამ, სანამ ლაქები არ მოშორდება.

თითბერი

იმისთვის რომ თქვენი ონკანი გამოიყურებოდეს როგორც ახალი, ჩაალბეთ პირსახოცი ან ტილოს ნაჭერი საპნიან წყალში, კარგად გაწურეთ და გაწმინდეთ ზედაპირი. თუ ზედაპირი მოითხოვს უფრო საფუძვლიან გაწმენდას წაუსვით მას კეტჩუპი ან ტომატის პასტა, დატოვეთ 1 საათით და შემდეგ ტილოთი გაწმინდეთ. ეს მოაშორებს ჩამჯდარ ლაქებს და მისცემს მას ბზინვარე იერს.

კრამიტი

კრამიტის გასაწმენდად გამოიყენეთ თხევადი სარეცხი საშუალებით დასველებული ნაჭერი. ნუ გაწმენდთ კრამიტს ღრუბლით, ასეთ შემთხვევაში ღრუბელი მტვერსა და ჭუჭყს მხოლოდ კრამიტის კიდეში ჩამოიტანს და არ გაწმენდს მას სრულად.

ხის იატაკი

ხის იატაკის გასაწმენდად სასურველია გამოიყენოთ სპეციალურად იატაკისთვის განკუთვნილი სითხე. დაასხით საწმენდი საშუალება იატაკზე და ნაზად გაწმინდეთ, რათა არ დააზიანოთ ის. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალში გაზავებული მცირე რაოდენობის თეთრი ძმარი. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, რომ იატაკზე დასხმული წყალი დიდხანს არ გაჩერდეს, აუცილებლად გაამშრალეთ ხის იატაკი რათა დიდხანს შეუნარჩუნოთ მას ფორმა და ფერი.

დივანის რბილი ზედაპირი

იმისთვის რომ დივანის ზედაპირი მუდმივად ახლად და სუფთად გამოიყურებოდეს, აუცილებელია მისი ხშირი წმენდა. გაწმინდეთ ზედაპირი ჩამჯდარი მტვრისაგან მტვერსასრუტის საშუალებით. გამოიყენეთ რბილი ქსოვილის საწმენდი სითხე ლაქების მოსაშორებლად. იმისთვის რომ გაწმინდოთ მთელი ზედაპირი უბრალოდ დაასველეთ რბილი ჩოთქი საპნიან წყალში და ნაზად გადაუსვით ავეჯს.

ხის ავეჯი

საუკეთესო საშუალება ხის ავეჯის გასაწმენდად ჭურჭლის სარეცხი ჟელეა. შეურიეთ მცირე რაოდენობის ჟელე წყალში, ჩაალბეთ ღრუბელი და გამოიყენეთ მთელი ზედაპირის გასაწმენდად. თუ თქვენს ავეჯს აქვს ღრმულები ან პატარა ზომის დეტალები მათ გასაწმენდად გამოყენეთ იმავე მიქსტურაში დასველებული ბამბა ან ყურის საწმენდი ჩხირი. გაითვალისწინეთ, რომ ღრუბელი ან ბამბა კარგად უნდა იყოს გაწურული, ძლიერად გაჟღენთილი ნაჭრით გაწმენდამ შეიძლება დააზიანოს ხე.

მინა

მინის გასაწმენდად გამოიყენეთ სპეციალური მინის საწმენდი, შეასხურეთ მინას და გაწმინდეთ რბილი ნაჭრით ან სპეციალური საწმენდი ჯოხით. ნუ გამოიყენებთ ქაღალდის ხელსახოცებს, ამან შეიძლება დატოვოს ხაზები და ლაქები მინაზე.

თუ თქვენს ფანჯარას აქვს სპეციალური თანამედროვე მინა, რომელიც არ ატარებს ულტრაიისფერსა და ინფრარედ გამოსხივებას, ნუ გამოიყენებთ საწმენდ სითხეს სპირტისა და ალკოჰოლის შემცველობით. ამის ნაცვლად გამოიყენეთ ძმრისა და წყლის მიქსტურა.

გრანიტი

თუ თქვენი სამზარეულოს მაგიდა დაფარულია გრანიტით, პირველ რიგში დარწმუნდით რომ გრანიტი კარგად არის ჩასმული, ეს დაიცავს მას დაბინძურებისაგან. ყოველდღიური წმენდისთვის გამოიყენეთ საპნიან წყალში დასველებული საწმენდი ტილო. დეზინფექციისათვის გამოიყენეთ შემდეგი მიქსტურა: შეურიეთ ერთიდაიმავე რაოდენობის წყალი და 91 % იანი იზოპროპილის სპირტი. წაუსვით მიქსტურა ზედაპირს, გააჩერეთ 5 წუთით და გაწმინდეთ რბილი მშრალი პირსახოცით.

მარმარილო

მარმარილოს ზედაპირის გაწმენდისას არ გამოიყენოთ მჟავის შემცველი ნივთიერებები, როგორიცაა ლიმნის წვენი და ძმარი. ამის ნაცვლად შესასხურებელ ბოთლში ჩაასხით წყალში გახნილი ჭურჭლის სარეცხი ჟელე, დაფარეთ ზედაპირი ამ მიქსტურით და გაწმინდეთ ცხელ წყალში დასველებული ტილოთი, გაამშრალეთ რბილი პირსახოცით.

კვარცი

კვარცით მოპირკეთებული ზედაპირი საკმაოდ ადვილად გასაწმენდია, მაგრამ აუცილებელია ზედაპირზე დასხმული სითხე იქამდე გადაწმინდოთ სანამ გაშრება. ხშირად წმინდეთ ზედაპირი წყალში შეზავებული თხევადი სარეცხი საშუალებით, რათა შეუნარჩუნოთ ბზინვარება და მოარიდეთ ნებსმიერ სითხეს რაც შეიცავს მჟავას, რადგან მან შეიძლება დაარბილოს და დააზიანოს კვარცი.

უჟანგავი ფოლადი

უჟანგავი ფოლადი ძირითადად გამოიყენება მაცივრის ზედაპირისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოსაპირკეთებლად, ასევე უჟანგავი ფოლადით ამზადებენ სარეცხ ნიჟარას. მათ გასაწმენდად გამოიყენეთ შესასხურებელ ბოთლში ჩასხმული ძმარი.

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

გამოიწერე <span> რენოვარეს სიახლეები </span>

გამოიწერე რენოვარეს სიახლეები