Renovare's Gardening Services in Tbilisi and Georgia

რენოვარეს გამწვანების მომსახურება

ავტომატური სარწყავი სისტემები, დენდროლოგია და მცენარეები, ბალახის და გაზონის დაგება, ლანდშაპტის დიზაინი, ეზოს მოწყობა და მოვლა,  გამწვანების სრული სერვისი.

1
ზუსტი ნახაზები
2
ხარისხიანი მასალები
3
უნაკლო შესრულება
4
რეალური ფასები

დაგვიკავშირდით მობილურით, WhatsApp ან Viber.

რენოვარე ხელმისაწვდომი და ხარისხიანია

გამწვანების მომსახურება და ფასები

პირველადი ვიზიტი რეალური ფასდადების განსაზღვრისა და სწორი დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს პროექტის წარმატებით შესასრულებლად. გამწვანების სერვისი მეტწილად იყოფა ოთხ ნაწილად, ავტომატური საწრყავი სისტემების მონტაჟი, მცენარეების დარგვა და დენდროლოგიის მომსახურება, გაზონის დაგება და ბალახის დათესვა, ეზოს რეგულარული მოვლის სერვისი.

  • სარწყავი სისტემები: ავტომატური სარწყავი სისტემის მონტაჟისას რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი, მათ შორის, რელიეფის ფორმისა და წყლის წნევის საკმარისი რაოდენობის არსებობა, რისი განსაზღვრაც ადგილზე წინასწარი აზომვითი სამუშაოებით არის შესაძლებელი, რაც თავის მხრივ ობიექტის სწორი პროექტირების გარანტიაა. ნახაზი დამკვეთს სთავაზობს უფრო ნათელ სურათს, შემსრულებელს კი შესაძლო შეცდომებს თავიდან არიდებს, უზრუნველყოფს წყლის თანაბარ განაწილებას.
  • მცენარეები და დენდროლოგია: ობიექტზე დენდროლოგი აფასებს ნიადაგის ტიპს, მცენარეების ზომას, სახეობას და ადგენს ლანდშაფტის ნარგავებით შევსების დიზაინის გეგმას. მცენარეების პირვანდელი, ცოცხალი სახის შესანარჩუნებლად აუცილებელია პროფესიონალის მიერ სისტემატიური მოვლა, რომელიც ცალკე სერვისია რენოვარეში.
  • გაზონი და ბალახი: გაზონის დაგების შემთხვევაში აუცილებელია განისაზღვროს თუ რამდენად ადვილად მისადგომია ობიექტი სატვირთო ავტომობილისთვის, მიწის რაოდენობა, იქნება თუ არა საჭირო მიწის შეტანა/მოჭრა. რეალური განფასების დასადგენად საჭიროა შეფასდეს სამუშაოს კომპლექსუობა, ხშირია ტერასები, ბექობები, რაც დამატებით რესურსებს მოითხოვს.
  • ეზოს რეგულარული მოვლა: სწორი და სისტემატიური მოვლა მწვანე საფარის პირვანდელი, ცოცხალი სახის შენარჩუნების წინაპირობაა, გარდა ამისა, მოწესრიგებული ექსტერიერი ადამიანის განწყობილებაზე დადებითად მოქმედებს. უკვე გაშენებული ბაღის დენდროლოგის მიერ შემოწმება ოპტიმალურია გაზაფხულსა და შემოდგომაზე თვეში ორჯერ, ზაფხულში კი თვეში სამჯერ, რაც გვეხმარება დაავადებული მცენარეების დროულად აღმოჩენასა და მკურნალობის სწორი მიმართულებით წარმართვაში. სანიტარული დასუფთავება, გაზონის გათიბვა, გაკრეჭა საჭიროებისამებრ, ხე-მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, ფორმირება, განაყოფიერება ეზოს უფრო მყუდრო და ესთეტიკურად სასიამოვნოს ხდის.

იხილეთ მიახლოებითი ფასები, დეტალური ბიუჯეტის დასათვლელად აუცილებელია პირველადი ვიზიტი:

✅ პირველადი ვიზიტი, ნახაზი და განფასება | კვ.მ 0.50 ₾ – 1 ₾

✅ სარწყავი სისტემები | კვ.მ 9 ₾ – 14 ₾

✅ დენდროლოგია (მცენარეები) | ცალი 50 ₾ – 500 ₾ >

✅ დენდროლოგის მომსახურება მცირე პროექტი | ერთჯერადი 200 ₾ – 1,200 ₾

✅ დენდროლოგის მომსახურება მსხვილი პროექტი | ერთჯერადი 1,200 ₾ – 5,000 ₾ >

✅ კოინდარი ან სხვა ხარისხიანი ბალახის გაზონი | კვ.მ 13 ₾ – 18

✅ ეზოს/ბაღის მოვლა ცივ სეზონზე | თვე 400 ₾ – 600 ₾

✅ ეზოს/ბაღის მოვლა თბილ სეზონზე | თვე 600 ₾ – 800 ₾

კომპანიის მომსახურება: ყველა ფასს ემატება კომპანიის მომსახურების 10%.

ჩვენი შესრულებული სამუშაოები

სამაგალითო ნახაზები

ჩამოტვირთეთ დენდროლოგიის .pdf სამაგალითო ფაილი აქ, რომლის საავტორო უფლებები ეკუთვნის ავტორ საპროექტო ჯგუფს.


ჩამოტვირთეთ სარწყავი სისტემების .pdf სამაგალითო ფაილი აქ, რომლის საავტორო უფლებები ეკუთვნის ავტორ საპროექტო ჯგუფს.