Construction and Development Services in Tbilisi, Building Homes, Houses, Batumi, entire Georgia

მშენებლობა და დეველოპმენტი

რენოვარე მომხმარებლებს სთავაზობს სამშენებლო-დეველოპრულ მიმართულების მომსახურებებს.

ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი მშენებლები, არქიტექტორები, ინჟინრები და ყველა საჭირო რგოლი ამ მიმართულებით – თქვენი უძრავი ქონებისთვის შექმნიან თქვენს რეალობაზე მორგებულ პროექტებს, თქვენი ინტერესებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გათვალისწინებით.

მომსახურების პროცესი და პირობები:

  • გამოკითხვა პროექტის დეტალების შესახებ.
  • იმ შემთხვევაში თუ გამოკითხვის შედეგად ჩვენი გუნდი თანახმაა შეასრულოს სამუშაო, ჩვენ გეუბნებით სავარაუდო ფასს, რომელიც სამშენებლო მოცულობით (არა საცხოვრებელი) კვადრატულ მეტრზე მერყეობს 350 ლარიდან 500 ლარამდე.
  • თუ მომხმარებელი თანახმაა სავარაუდო ფასზე, მაშინ იხდის დეტალური ბიუჯეტის საკალკულაციო ხარჯს.
  • ჩვენი გუნდი ქმნის ზუსტ ხარჯთაღრიცხვას, საპროექტო მონაცემების მიხედვით: მონაცემების მაგალითი იხილეთ აქ.
  • იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ აქვს საპროექტო მონაცემები, მაშინ ჯერ პროცესი საპროექტო გუნდთან გადაინაცვლებს.
  • ზუსტად დათვლილი ბიუჯეტის განხილვის შემდეგ შედგება საბოლოო საკონტრაქტო ბიუჯეტი.
  • გაფორმდება კონტრაქტი, რომლის პირობების მიხედვითაც მომხმარებელი იწყებს ანგარიშსწორებას და ჩვენი გუნდი შენებას.
  • პროექტის განმავლობაში მომხარებელი მუდმივად ინფორმირებულია ვიდეო/ფოტო მასალის მეშვეობით შენების მიმდინარეობის შესახებ.
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ ფორმდება საბოლოო მიღება ჩაბარების ფორმა მხარეებს შორის.

სამშენებლო სერვისის ეს მიმართულება საჭიროებისამებრ მოიცავს სრულ მომსახურების სპექტრს, მათ შორის:

  • სამშენებლო ობეიქტის სტანდარტებით მოწყობა
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • შავი კარკასის (მშენებლობა + ბლოკი) სრულად წარმართვა
  • რკინის კონსტრუქციების მოწყობა
  • ღობისა და ტერასების მოწყობა
  • აუზის მოწყობა
  • სხვა ნებისმიერი კონსტრუქციული სამუშაო რაც გათვალისწინებულია პროექტით

იხილეთ სამაგალითო პროექტი მშენებლობის ორგანიზების ნაწილში:

დაგვიკავშირდით მობილურით, WhatsApp ან Viber.