- by admin
- თებერვალი 12, 2023
- 1,030
- 0
შპალერის სტილის, ფერისა და ტექსტურის შერჩევა რემონტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შპალერმა შეიძლება მთლიანად შეცვალოს თქვენი სახლის იერსახე, გახადოს ის ნათელი და შესძინოს მეტი სივრცე, ან პირიქით, ჩაამუქოს და გახადოს ოთახები უფრო მყუდრო.
შეარჩიეთ შპალერის დიზაინი.
შპლაერის დიზაინი უნდა მიესადაგებოდეს იმ ოთახის დანიშნულებას, რომელშიც მის გაკვრას აპირებთ. ამიტომ დიზაინის შერჩევისას კარგად განსაზღვრეთ თუ რა არის ოთახის ფუნქცია და რამდენად ხშირად გამოიყენებთ მას.
თამამი და ორიგინალური პრინტის მქონე დიზანი იქცევს ყურადღებას და ხაზს უსვამს თქვენს ინდივიდუალურ სტილსა და გემოვნებას, ამიტომ თუ ბინის გაქირავებას ან ახლო მომავალში გაყიდვას აპირებთ, შეარჩიეთ უფრო სტანდარტული ან მოკრძალებული პრინტი.
დახვეწილი პრინტი, რომელიც იმეორებს ბუნებრივ ფერებს, უფრო შენარჩუნებადია და მეტ შესაძლებლობას იძლევა მარტივად შეუხამოთ ავეჯი. უკეთესი იქნება თუ არ შეიძენთ შპალერს წვრილი ნახატებით, რადგან რთული იქნება რულონების ერთმანეთთან სწორად დაკავშირება.
შეარჩიეთ სხვადასხვა ტექსტურის მქონე ზედაპირის მქონე შპალერი, თუ თქვენი ბინის კედლები არათანაბარია, ამგვარი შპალერი კარგად ნიღბავს კედლის ნაკლს და განსაკუთრებით უხდება საძინებელ და მისაღებ ოთახებს.
ბრტყელი და თანაბარი შპალერი ოთახს მატებს სისუფთავისა და სიწმინდის იერს და განკუთვნილია შემოსასვლელისა და სამზარეულისათვის. თუ გსურთ მსგავსი შპალერის გაკვრა, მაგრამ თქვენი კედლები არათანაბარია, გამოიყენეთ კედლის ლაინერი, რომელიც კედელს ეკვრება შპალერის გაკვრამდე და ათანაბრებს მას.
რამოდენიმე ხერხი, რაც უნდა ვიცოდეთ შპალერის დიზაინის შერჩევამდე:
- ჰორიზონტალური ხაზები ვიზუალურად აფართოებს კედლებს, თუმცა ამოკლებს ჭერს.
- ვერტიკალური ხაზები პირიქით, ვიზუალურად უფრო მაღალჭერიანს ხდის ოთახს.
- შპალერი ნათელ ფერებში ზრდის სივრცეს, შედარებით მუქი ფერები კი პირიქით, აპატარავებს ოთახს.
- შპალერი დიდი ზომის ნახაზებითა თუ ნახატებით ასევე აპატარავებს სივრცეს ოთახში, მსგავს შპალერს ხშირად აკრავენ ოთახის მხოლოდ ერთ კედელზე.
როგორ გავიგო რა რაოდენობის შპალერი მჭირდება?
მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროთ რა რაოდენობის შპალერი გჭირდებათ ამა თუ იმ ოთახისათვის, ამისთვის:
- გამოთვალეთ რამდენი კვადრატული მეტრია ოთახი რომელშიც შპალერის გაკვრა გსურთ. გაზომეთ კედლის სიმაღლე და სიგრძე და გაამრავლეთ ეს ორი მონაცემი ერთმანეთზე.
- გაზომეთ კედლის ის ნაწილები ამავე პრინციპით, რომლებიც არ უნდა დაიფაროს შპალერით, მაგალითად ფანჯრები ან კარი. გამოაკელით ეს მონაცემი საერთო ფართობს
- ნახეთ თქვენი სასურველი შპალერის ზომები და დარწმუნდით რომ მიესადაგება თქვენს მონაცემებს.
- არავინ არის დაზღვეული შეცდომებისაგან, ამიტომ შეიძინეთ ერთი რულონით მეტი რათა არ დაგაკლდეთ შპალერი და არ მოგიწიოთ საყიდლებზე კიდევ ერთხელ წასვლა.