Construction and Development Services in Tbilisi, Building Homes, Houses, Batumi, entire Georgia
მშენებლობა და დეველოპმენტი
რენოვარე მომხმარებლებს სთავაზობს სამშენებლო-დეველოპრულ მიმართულების მომსახურებებს.
ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი მშენებლები, არქიტექტორები, ინჟინრები და ყველა საჭირო რგოლი ამ მიმართულებით – თქვენი უძრავი ქონებისთვის შექმნიან თქვენს რეალობაზე მორგებულ პროექტებს, თქვენი ინტერესებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გათვალისწინებით.
მომსახურების პროცესი და პირობები:
- გამოკითხვა პროექტის დეტალების შესახებ.
- იმ შემთხვევაში თუ გამოკითხვის შედეგად ჩვენი გუნდი თანახმაა შეასრულოს სამუშაო, ჩვენ გეუბნებით სავარაუდო ფასს, რომელიც სამშენებლო მოცულობით (არა საცხოვრებელი) კვადრატულ მეტრზე მერყეობს 350 ლარიდან 500 ლარამდე.
- თუ მომხმარებელი თანახმაა სავარაუდო ფასზე, მაშინ იხდის დეტალური ბიუჯეტის საკალკულაციო ხარჯს.
- ჩვენი გუნდი ქმნის ზუსტ ხარჯთაღრიცხვას, საპროექტო მონაცემების მიხედვით: მონაცემების მაგალითი იხილეთ აქ.
- იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ აქვს საპროექტო მონაცემები, მაშინ ჯერ პროცესი საპროექტო გუნდთან გადაინაცვლებს.
- ზუსტად დათვლილი ბიუჯეტის განხილვის შემდეგ შედგება საბოლოო საკონტრაქტო ბიუჯეტი.
- გაფორმდება კონტრაქტი, რომლის პირობების მიხედვითაც მომხმარებელი იწყებს ანგარიშსწორებას და ჩვენი გუნდი შენებას.
- პროექტის განმავლობაში მომხარებელი მუდმივად ინფორმირებულია ვიდეო/ფოტო მასალის მეშვეობით შენების მიმდინარეობის შესახებ.
- სამუშაოების დასრულების შემდეგ ფორმდება საბოლოო მიღება ჩაბარების ფორმა მხარეებს შორის.
სამშენებლო სერვისის ეს მიმართულება საჭიროებისამებრ მოიცავს სრულ მომსახურების სპექტრს, მათ შორის:
- სამშენებლო ობეიქტის სტანდარტებით მოწყობა
- უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- შავი კარკასის (მშენებლობა + ბლოკი) სრულად წარმართვა
- რკინის კონსტრუქციების მოწყობა
- ღობისა და ტერასების მოწყობა
- აუზის მოწყობა
- სხვა ნებისმიერი კონსტრუქციული სამუშაო რაც გათვალისწინებულია პროექტით
იხილეთ სამაგალითო პროექტი მშენებლობის ორგანიზების ნაწილში:
დაგვიკავშირდით მობილურით, WhatsApp ან Viber.