- by admin
- თებერვალი 12, 2023
- 815
- 0
ფერის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ რამხელა სივრცეა ოთახში, რა სიხშირითა და დანიშნულებით გამოიყენებთ მას და როგორ აპირებთ ოთახის მოწყობას. ფერები ერთიანდება სხვადასხვა კატეგორიებში: თბილი, ცივი, ნეიტრალური, ნათელი, მუქი და პასტელის ფერები. თითოეულ მათგანს აქვს განსაკუთრებული თვისებები და ენერგეტიკა. სწორი ფერების შერჩევით შეძლებთ შექმნათ თქვენთვის სასურველი ატმოსფერო სახლში.
თბილი ფერები:
წითელი, ყვითელი, სტაფილოსფერი და მათი ტონები მიეკუთვნება თბილ ფერებს. ოთახი ამ ფერის შპალერებით ან საღებავით ქმნის სიანტერესო განწყობას და განსაკუთრებით უხდება იმ ოთახებს, რომელიც ოჯახის ან მეგობრების თავშეყრის ადგილი შეიძლება იყოს. ამ ფერებს ხშირად იყენებენ სამზარეულოსა და სასადილო ოთახში რადგან ქმნის ხალისიან განწყობას და არის მადის მომმგვრელი.
ამასგარდა, თბილი ფერები ხდის შედარებით ცივ ოთახებს უფრო თბილსა და ნათელს, თუ თქვენი ოთახი მოკლებულია მზის ნათელს, გამოიყენეთ ჩამოთვლილი ფერის შპალერი ან საღებავი.
თბილი ფერები:
დადებითად განაწყობს ადამიანს, ქმნის არაფორმალურ სივრცეს, არის მყუდრო და ინტიმური.
ცივი ფერები:
ცივი ფერებია ლურჯი, მწვანე, იასამნისფერი, ნაცრისფერი და მათი ტონები. ოთახები ინტენსიური ცივი ფერებით არის ცოცხალი და დრამატული. შედარებით სუსტი ცივი ფერები კი ქმნის მშვიდ გარემოს. ეს ფერები ხშირად გამოიყენება სამზარეულოში და სხვა პატარა ზომის ოთახებში.
გამოიყენეთ ცივი ფერები მზიან სამზარეულოში, სადაც შუადღის სიცხე პრობლემას წარმოადგენს. ცხელ კლიმატში თეთრი ფერის კედლები სხვა ცივი ფერებთან ერთად ხდის სახლს ბევრად უფრო კომფორტულს.
ცივი ფერები:
ვიზუალურად აფართოებს ოთახს, ქმნის ფორმალურ სივრცეს, ქმნის მშვიდ და წყნარ გარემოს.
ნეიტრალური ფერები:
თეთრისა და ნაცრისფრის ელფერები ბეჟთან ერთად ქმნის ნეიტრალურ ფერებს. ისინი ხშირად გამოიყენება კომბინაციაში თბილ ფერებთან. ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილი კედელი საუკეთესოა აქსესუარებისა და დეკორაციებისთვის.
ნათელი ფერები:
ნათელი ფერები სძენს ოთახს მეტ სივრცეს, რადგან ვიზუალურად აფართოებს ოთახს და ჭერს უფრო მაღალს აჩენს. რადგან ნათელი ფერები აირეკლას სინათლეს, განსაკუთრებით კარგია ჩრდილოეთის მხარეს არსებული ოთახებისთვის, ან იმ ბნელი, უფანჯრო ადგილებისათვის. უსწორმასწორო კედლები ან მსგავსი ტექსტურის მქონე შპალერები ცვლიან არეკვლის დონეს. სინათლეს განსაკუთრებით კარგად აირეკლავს სწორი წედაპირის მქონე კედლები ან შპალერი.
ნათელი ფერები:
აირეკლავს სინათლეს, ვიზუალურად ადიდებს სივრცეს, ქმნის ღია და აქტიურ განწყობას
მუქი ფერები:
მუქი ფერები შეგიძლიათ გამოიყენოთ პერსონალური, ინტიმური გარემოს შესაქმნელად. რადგან მუქი ფერი შთანთქავს სინათლეს და ვიზუალურად აპატარავებს სივრცეს. მუქი ფერები კარგად გამოიყენება პრობლემური, არათანაბარი კედლების შესანიღბად, ასევე ძალიან მაღალი ჭერის ვიზუალურად დასამოკლებლად. რადგან მუქი ფერები დომინანტურია, კარგი იქნება თუ ოთახში შეიტანთ ნათელი ფერების დეტალებს ბალანსისათის. თუკი კედელზე მუქ შპალერს გააკრავთ ან მუქ ფერებში შეღებავთ, კარგი იქნება თუ ჭერს იმავე ფერის, შედარებით ღია ტონში შეღებავთ, ეს შექმნის ერთიან სივრცეს.
მუქი ფერები:
შთანთქავს სინათლეს, არის ინტიმური, ქმნის სიმძიმისა და სიჩუმის განწყობას, ვიზუალურად აპატარავებს ოთახს
პასტელის ფერები:
პასტელის ფერები ნათელ ფერებზე ნაკლებად გაჯერებული და ნაკლებად მკვეთრია. პასტელის ფერი ითვალისწინებს ერთი რომელიმე ფერის ნაზავს თეთრთან, შავთან ან ნაცრისფერ ფერთან. ასეთი ფერები დამამშვიდებელია და ქმნის რელაქსაციის განწყობას. ხშირად გამოყენებულია საძინებელ და სასწავლო ოთახებში. თუ გსურთ მეტი სიხალისე შესძინოთ პასტელის ფერებში შეღებილ ოთახს, შეიტანეთ მასში აქცენტები ნათელი ფერებით.
პასტელის ფერები:
ქმნის მშვიდ და სასიამოვნო განწყობას.