Untitled design

როგორ შევარჩიოთ სწორი ფერები ოთახებისათვის

ფერის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ რამხელა სივრცეა ოთახში, რა სიხშირითა და დანიშნულებით გამოიყენებთ მას და როგორ აპირებთ ოთახის მოწყობას. ფერები ერთიანდება სხვადასხვა კატეგორიებში: თბილი, ცივი, ნეიტრალური, ნათელი, მუქი და პასტელის ფერები. თითოეულ მათგანს აქვს განსაკუთრებული თვისებები და ენერგეტიკა. სწორი ფერების შერჩევით შეძლებთ შექმნათ თქვენთვის სასურველი ატმოსფერო სახლში.

თბილი ფერები

წითელი, ყვითელი, სტაფილოსფერი და მათი ტონები მიეკუთვნება თბილ ფერებს. ოთახი ამ ფერის შპალერებით ან საღებავით ქმნის სიანტერესო განწყობას და განსაკუთრებით უხდება იმ ოთახებს, რომელიც ოჯახის ან მეგობრების თავშეყრის ადგილი შეიძლება იყოს. ამ ფერებს ხშირად იყენებენ სამზარეულოსა და სასადილო ოთახში რადგან ქმნის ხალისიან განწყობას და არის მადის მომმგვრელი.
ამასგარდა, თბილი ფერები ხდის შედარებით ცივ ოთახებს უფრო თბილსა და ნათელს, თუ თქვენი ოთახი მოკლებულია მზის ნათელს, გამოიყენეთ ჩამოთვლილი ფერის შპალერი ან საღებავი.

თბილი ფერები:
დადებითად განაწყობს ადამიანს
ქმნის არაფორმალურ სივრცეს
არის მყუდრო და ინტიმური.

ცივი ფერები

ცივი ფერებია ლურჯი, მწვანე, იასამნისფერი, ნაცრისფერი და მათი ტონები. ოთახები ინტენსიური ცივი ფერებით არის ცოცხალი და დრამატული. შედარებით სუსტი ცივი ფერები კი ქმნის მშვიდ გარემოს. ეს ფერები ხშირად გამოიყენება სამზარეულოში და სხვა პატარა ზომის ოთახებში.
გამოიყენეთ ცივი ფერები მზიან სამზარეულოში, სადაც შუადღის სიცხე პრობლემას წარმოადგენს.  ცხელ კლიმატში თეთრი ფერის კედლები სხვა ცივი ფერებთან ერთად ხდის სახლს ბევრად უფრო კომფორტულს.

ცივი ფერები:
ვიზუალურად აფართოებს ოთახს
ქმნის ფორმალურ სივრცეს
ქმნის მშვიდ და წყნარ გარემოს.

ნეიტრალური ფერები

თეთრისა და ნაცრისფრის ელფერები ბეჟთან ერთად ქმნის ნეიტრალურ ფერებს.  ისინი ხშირად გამოიყენება კომბინაციაში თბილ ფერებთან. ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილი კედელი საუკეთესოა აქსესუარებისა და დეკორაციებისთვის.

ნათელი ფერები

ნათელი ფერები სძენს ოთახს მეტ სივრცეს, რადგან ვიზუალურად აფართოებს ოთახს და ჭერს უფრო მაღალს აჩენს. რადგან ნათელი ფერები აირეკლას სინათლეს, განსაკუთრებით კარგია ჩრდილოეთის მხარეს არსებული ოთახებისთვის, ან იმ ბნელი, უფანჯრო ადგილებისათვის. უსწორმასწორო კედლები ან მსგავსი ტექსტურის მქონე შპალერები ცვლიან არეკვლის დონეს. სინათლეს განსაკუთრებით კარგად აირეკლავს სწორი წედაპირის მქონე კედლები ან შპალერი.

ნათელი ფერები:
აირეკლავს სინათლეს
ვიზუალურად ადიდებს სივრცეს
ქმნის ღია და აქტიურ განწყობას

მუქი ფერები

მუქი ფერები შეგიძლიათ გამოიყენოთ პერსონალური, ინტიმური გარემოს შესაქმნელად. რადგან მუქი ფერი შთანთქავს სინათლეს და ვიზუალურად აპატარავებს სივრცეს. მუქი ფერები კარგად გამოიყენება პრობლემური, არათანაბარი კედლების შესანიღბად, ასევე ძალიან მაღალი ჭერის ვიზუალურად დასამოკლებლად.  რადგან მუქი ფერები დომინანტურია, კარგი იქნება თუ ოთახში შეიტანთ ნათელი ფერების დეტალებს ბალანსისათის.  თუკი კედელზე მუქ შპალერს გააკრავთ ან მუქ ფერებში შეღებავთ, კარგი იქნება თუ ჭერს იმავე ფერის, შედარებით ღია ტონში შეღებავთ, ეს შექმნის ერთიან სივრცეს.

მუქი ფერები:
შთანთქავს სინათლეს
არის ინტიმური
ქმნის სიმძიმისა და სიჩუმის განწყობას
ვიზუალურად აპატარავებს ოთახს

პასტელის ფერები:

პასტელის ფერები ნათელ ფერებზე ნაკლებად გაჯერებული და ნაკლებად მკვეთრია. პასტელის ფერი ითვალისწინებს ერთი რომელიმე ფერის ნაზავს თეთრთან, შავთან ან ნაცრისფერ ფერთან. ასეთი ფერები დამამშვიდებელია და ქმნის რელაქსაციის განწყობას. ხშირად გამოყენებულია საძინებელ და სასწავლო ოთახებში. თუ გსურთ მეტი სიხალისე შესძინოთ პასტელის ფერებში შეღებილ ოთახს, შეიტანეთ მასში აქცენტები ნათელი ფერებით.

პასტელის ფერები:
ქმნის მშვიდ და სასიამოვნო განწყობას.

პოსტი

როგორ შევარჩიოთ შპალერი სწორად

შპალერის სტილის, ფერისა და ტექსტურის შერჩევა რემონტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შპალერმა შეიძლება მთლიანად შეცვალოს თქვენი სახლის იერსახე, გახადოს ის ნათელი და შესძინოს მეტი სივრცე, ან პირიქით, ჩაამუქოს და გახადოს ოთახები უფრო მყუდრო.

შეარჩიეთ შპალერის დიზაინი.

შპლაერის დიზაინი უნდა მიესადაგებოდეს იმ ოთახის დანიშნულებას, რომელშიც მის გაკვრას აპირებთ. ამიტომ დიზაინის შერჩევისას კარგად განსაზღვრეთ თუ რა არის ოთახის ფუნქცია და რამდენად ხშირად გამოიყენებთ მას.

თამამი და ორიგინალური პრინტის მქონე დიზანი იქცევს ყურადღებას და ხაზს უსვამს თქვენს ინდივიდუალურ სტილსა და გემოვნებას, ამიტომ თუ ბინის გაქირავებას ან ახლო მომავალში გაყიდვას აპირებთ, შეარჩიეთ უფრო სტანდარტული ან მოკრძალებული პრინტი.

დახვეწილი პრინტი, რომელიც იმეორებს ბუნებრივ ფერებს, უფრო შენარჩუნებადია და მეტ შესაძლებლობას იძლევა მარტივად შეუხამოთ ავეჯი. უკეთესი იქნება თუ არ შეიძენთ შპალერს წვრილი ნახატებით, რადგან რთული იქნება რულონების ერთმანეთთან სწორად დაკავშირება.

შეარჩიეთ სხვადასხვა ტექსტურის მქონე ზედაპირის მქონე შპალერი, თუ თქვენი ბინის კედლები არათანაბარია, ამგვარი შპალერი კარგად ნიღბავს კედლის ნაკლს და განსაკუთრებით უხდება საძინებელ და მისაღებ ოთახებს.

ბრტყელი და თანაბარი შპალერი ოთახს მატებს სისუფთავისა და სიწმინდის იერს და განკუთვნილია შემოსასვლელისა და სამზარეულისათვის. თუ გსურთ მსგავსი შპალერის გაკვრა, მაგრამ თქვენი კედლები არათანაბარია, გამოიყენეთ კედლის ლაინერი, რომელიც კედელს ეკვრება შპალერის გაკვრამდე და ათანაბრებს მას.

რამოდენიმე ხერხი, რაც უნდა ვიცოდეთ შპალერის დიზაინის შერჩევამდე:

  • ჰორიზონტალური ხაზები ვიზუალურად აფართოებს კედლებს, თუმცა ამოკლებს ჭერს.
  • ვერტიკალური ხაზები პირიქით, ვიზუალურად უფრო მაღალჭერიანს ხდის ოთახს.
  • შპალერი ნათელ ფერებში ზრდის სივრცეს, შედარებით მუქი ფერები კი პირიქით, აპატარავებს ოთახს.
  • შპალერი დიდი ზომის ნახაზებითა თუ ნახატებით ასევე აპატარავებს სივრცეს ოთახში, მსგავს შპალერს ხშირად აკრავენ ოთახის მხოლოდ ერთ კედელზე.

როგორ გავიგო რა რაოდენობის შპალერი მჭირდება?

მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროთ რა რაოდენობის შპალერი გჭირდებათ ამა თუ იმ ოთახისათვის, ამისთვის:

  1. გამოთვალეთ რამდენი კვადრატული მეტრია ოთახი რომელშიც შპალერის გაკვრა გსურთ. გაზომეთ კედლის სიმაღლე და სიგრძე და გაამრავლეთ ეს ორი მონაცემი ერთმანეთზე.
  2. გაზომეთ კედლის ის ნაწილები ამავე პრინციპით, რომლებიც არ უნდა დაიფაროს შპალერით, მაგალითად ფანჯრები ან კარი. გამოაკელით ეს მონაცემი საერთო ფართობს
  3. ნახეთ თქვენი სასურველი შპალერის ზომები და დარწმუნდით რომ მიესადაგება თქვენს მონაცემებს.
  4. არავინ არის დაზღვეული შეცდომებისაგან, ამიტომ შეიძინეთ ერთი რულონით მეტი რათა არ დაგაკლდეთ შპალერი და არ მოგიწიოთ საყიდლებზე კიდევ ერთხელ წასვლა.

 

 

Cleaning-furniture-NASLOVNA-759x500 (1)

როგორ გავწმინდოთ ნებისმიერი სახის ზედაპირი

სპილენძი

სპილენძის გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა მარილი და ლიმონი. უბრალოდ დაყარეთ მარილი გაჭრილი ლიმონის ნახევარზე და წმინდეთ სპილენძის ზედაპირი მანამ, სანამ ლაქები არ მოშორდება.

თითბერი

იმისთვის რომ თქვენი ონკანი გამოიყურებოდეს როგორც ახალი, ჩაალბეთ პირსახოცი ან ტილოს ნაჭერი საპნიან წყალში, კარგად გაწურეთ და გაწმინდეთ ზედაპირი. თუ ზედაპირი მოითხოვს უფრო საფუძვლიან გაწმენდას წაუსვით მას კეტჩუპი ან ტომატის პასტა, დატოვეთ 1 საათით და შემდეგ ტილოთი გაწმინდეთ. ეს მოაშორებს ჩამჯდარ ლაქებს და მისცემს მას ბზინვარე იერს.

კრამიტი

კრამიტის გასაწმენდად გამოიყენეთ თხევადი სარეცხი საშუალებით დასველებული ნაჭერი. ნუ გაწმენდთ კრამიტს ღრუბლით, ასეთ შემთხვევაში ღრუბელი მტვერსა და ჭუჭყს მხოლოდ კრამიტის კიდეში ჩამოიტანს და არ გაწმენდს მას სრულად.

ხის იატაკი

ხის იატაკის გასაწმენდად სასურველია გამოიყენოთ სპეციალურად იატაკისთვის განკუთვნილი სითხე. დაასხით საწმენდი საშუალება იატაკზე და ნაზად გაწმინდეთ, რათა არ დააზიანოთ ის. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალში გაზავებული მცირე რაოდენობის თეთრი ძმარი. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, რომ იატაკზე დასხმული წყალი დიდხანს არ გაჩერდეს, აუცილებლად გაამშრალეთ ხის იატაკი რათა დიდხანს შეუნარჩუნოთ მას ფორმა და ფერი.

დივანის რბილი ზედაპირი

იმისთვის რომ დივანის ზედაპირი მუდმივად ახლად და სუფთად გამოიყურებოდეს, აუცილებელია მისი ხშირი წმენდა. გაწმინდეთ ზედაპირი ჩამჯდარი მტვრისაგან მტვერსასრუტის საშუალებით. გამოიყენეთ რბილი ქსოვილის საწმენდი სითხე ლაქების მოსაშორებლად. იმისთვის რომ გაწმინდოთ მთელი ზედაპირი უბრალოდ დაასველეთ რბილი ჩოთქი საპნიან წყალში და ნაზად გადაუსვით ავეჯს.

ხის ავეჯი

საუკეთესო საშუალება ხის ავეჯის გასაწმენდად ჭურჭლის სარეცხი ჟელეა. შეურიეთ მცირე რაოდენობის ჟელე წყალში, ჩაალბეთ ღრუბელი და გამოიყენეთ მთელი ზედაპირის გასაწმენდად. თუ თქვენს ავეჯს აქვს ღრმულები ან პატარა ზომის დეტალები მათ გასაწმენდად გამოყენეთ იმავე მიქსტურაში დასველებული ბამბა ან ყურის საწმენდი ჩხირი. გაითვალისწინეთ, რომ ღრუბელი ან ბამბა კარგად უნდა იყოს გაწურული, ძლიერად გაჟღენთილი ნაჭრით გაწმენდამ შეიძლება დააზიანოს ხე.

მინა

მინის გასაწმენდად გამოიყენეთ სპეციალური მინის საწმენდი, შეასხურეთ მინას და გაწმინდეთ რბილი ნაჭრით ან სპეციალური საწმენდი ჯოხით. ნუ გამოიყენებთ ქაღალდის ხელსახოცებს, ამან შეიძლება დატოვოს ხაზები და ლაქები მინაზე.

თუ თქვენს ფანჯარას აქვს სპეციალური თანამედროვე მინა, რომელიც არ ატარებს ულტრაიისფერსა და ინფრარედ გამოსხივებას, ნუ გამოიყენებთ საწმენდ სითხეს სპირტისა და ალკოჰოლის შემცველობით. ამის ნაცვლად გამოიყენეთ ძმრისა და წყლის მიქსტურა.

გრანიტი

თუ თქვენი სამზარეულოს მაგიდა დაფარულია გრანიტით, პირველ რიგში დარწმუნდით რომ გრანიტი კარგად არის ჩასმული, ეს დაიცავს მას დაბინძურებისაგან. ყოველდღიური წმენდისთვის გამოიყენეთ საპნიან წყალში დასველებული საწმენდი ტილო. დეზინფექციისათვის გამოიყენეთ შემდეგი მიქსტურა: შეურიეთ ერთიდაიმავე რაოდენობის წყალი და 91 % იანი იზოპროპილის სპირტი. წაუსვით მიქსტურა ზედაპირს, გააჩერეთ 5 წუთით და გაწმინდეთ რბილი მშრალი პირსახოცით.

მარმარილო

მარმარილოს ზედაპირის გაწმენდისას არ გამოიყენოთ მჟავის შემცველი ნივთიერებები, როგორიცაა ლიმნის წვენი და ძმარი. ამის ნაცვლად შესასხურებელ ბოთლში ჩაასხით წყალში გახნილი ჭურჭლის სარეცხი ჟელე, დაფარეთ ზედაპირი ამ მიქსტურით და გაწმინდეთ ცხელ წყალში დასველებული ტილოთი, გაამშრალეთ რბილი პირსახოცით.

კვარცი

კვარცით მოპირკეთებული ზედაპირი საკმაოდ ადვილად გასაწმენდია, მაგრამ აუცილებელია ზედაპირზე დასხმული სითხე იქამდე გადაწმინდოთ სანამ გაშრება. ხშირად წმინდეთ ზედაპირი წყალში შეზავებული თხევადი სარეცხი საშუალებით, რათა შეუნარჩუნოთ ბზინვარება და მოარიდეთ ნებსმიერ სითხეს რაც შეიცავს მჟავას, რადგან მან შეიძლება დაარბილოს და დააზიანოს კვარცი.

უჟანგავი ფოლადი

უჟანგავი ფოლადი ძირითადად გამოიყენება მაცივრის ზედაპირისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოსაპირკეთებლად, ასევე უჟანგავი ფოლადით ამზადებენ სარეცხ ნიჟარას. მათ გასაწმენდად გამოიყენეთ შესასხურებელ ბოთლში ჩასხმული ძმარი.

 

Photos-Of-Modern-Living-Room-Interior-Design-Ideas-4

ხუთი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ რემონტის დაწყებამდე

შეადგინეთ ბიუჯეტი 

ბიუჯეტირება რემონტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. პირველ რიგში, სანამ რემონტის გაკეთებას გადაწყვეტთ, კარგად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ფინანსები და ამის შემდეგ განსაზღვროთ, რა ტიპის რემონტის გაკეთება გსურთ და რა თანხის დახარჯვა შეგიძლიათ. თუ თქვენ მიეკუთვნებით იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც პირველად აკეთებენ რემონტს და არ არიან ჩახედული პროცესებში, ხელობისა თუ სამშენებლო მასალების ფასებში, გირჩევთ ესაუბროთ ნაცნობს, რომელმაც ახლახანს განაახლა საკუთარი ბინა და სთხოვოთ გაგიზიაროთ თავისი გამოცდილება. გადახედეთ სამშენებლო მასალების ფასებს, ეწვიეთ თქვენთან ახლოს მდებარე მაღაზიებს ან გადაათვალიერეთ ფასები მათ ვებ-გვერდებზე, რათა გქონდეთ ზოგადი წარმოდგენა. გაითვალისწინეთ, რომ ბრიგადებთან ან ცალკეულ ხელოსნებთან დაკავშირებისას, თქვენ შეიძლება შეთანხმდეთ დაბალ ფასზე, მაგრამ რემონტის მსვლელობისას „აღმოაჩინოთ“ რომ გადახდილი თანხა საკმარისი არ არის და მოგიწიოთ ბიუჯეტის გაზრდა. დაუგეგმავი ხარჯების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია გქონდეთ თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის (სტატისტიკურად რემონტის მსვლელობისას საწყისი ბიუჯეტი იზრდება 20 %-ით) ან რემონტი მიანდოთ სანდო კომპანიას, რაც დაგაზღვევთ ზედმეტი ხარჯისგან.

განსაზღვრეთ რემონტის ვადა

რემონტის გაკეთება ხშირად დაკავშირებულია რაიმე სიახლესთან: შესაძლოა თქვენ გსურთ ახალ სახლში გადასვლა ან გინდათ, შეხვდეთ მნიშვნელოვან მოვლენას განახლებულ ბინაში, ამიტომ საჭიროა, სწორად შეაფასოთ დრო, რომელიც სახლის გარემონტებას სჭირდება. საშუალოდ ბინის სრული რენოვაცია საჭიროებს 1,5 – 2 თვეს, თუმცა ვისაც ჰქონია რემონტის გამოცდილება იცის, რომ პროცესი იშვიათად მთავრდება დათქმულ ვადებში. იმისათვის, რომ არ აღმოჩნდეთ უსაშველოდ გაწელილი რემონტის წინაშე, სწორად განსაზღვრეთ რემონტის ვადა და იყავით შეუვალი დასრულების თარიღთან მიმართებაში.

გაითვალისწინეთ “10 წლის” წესი

რემონტის დაგეგვმისას გაითვალისწინეთ, რომ გარემო, რომელსაც ქმნით უნდა მოგწონდეთ არა მხოლოდ ახლა, არამედ 10 წლის შემდეგაც, ამიტომ კარგად მოიფიქრეთ თუ როგორი დიზაინი გსურთ ამა თუ იმ ოთახში, ნუ დაზოგავთ ფულს უხარისხო მასალასა თუ არასრულყოფილად შესრულებულ სამუშაოებში, რათა თავიდან აიცილოთ მუდმივი შეკეთებისა და განახლების პროცესი. ინტერნეტი იძლევა უამრავ შესაძლებლობას აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფერები თუ მასალა, მაგრამ თუ მაინც ვერ გადაწყვეტთ თუ როგორი დიზაინის გაკეთება გსურთ თქვენს ახალ ან განახლებულ სახლში, მიმართეთ დიზაინერს, რომელიც თქვენი სურვილების გათვალისწინებით დააპროექტებს ბინას.

გააფორმეთ კონტრაქტი

რემონტის მსვლელობის დროს თქვენს ყველაზე დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ხელოსნებისა თუ მუშების შერჩევა, რომლებიც სამუშაოებს დიდი სიზუსტით, ოპტიმალურ ფასად და თანაც დათქმულ ვადებში შეასრულებენ. იმისთვის, რომ არ გაგიორმაგდეთ ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა, არ გადააცილოთ რემონტის ჩაბარების ვადას და დარწმუნებული იყოთ რომ სამუშაოები ხარისხიანად შესრულდება, აუცილებლად გააფორმეთ კონტრაქტი, რომელიც თავიდან აგარიდებთ რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს. სამწუხაროდ დამოუკიდებელ ბრიგადებთან და ხელოსნებთან მომხმარებელს არ გააჩნია ბერკეტი, რომელიც იცავს მის უფლებებს, ამიტომ აირჩიეთ სანდო კომპანია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე.

მიმართეთ კომპანიას.

დღეესდღეობით ყველას გვაქვს დატვირთული გრაფიკი, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, დრო დავხარჯოთ რემონტის დაგეგმვასა და სხვადასხვა ხელოსნის მოძებნაზე. გარდა ამისა, რემონტის სწორად დაგეგმარება მოითხოვს გარკვეულ ცოდნას ამ სფეროში. თუ გსურთ, რომ თქვენმა რემონტმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს, იყოს ხარისხიანად შესრულებული და ჩაბარდეს დათქმულ ვადებში, ჩვენ გირჩევთ მიმართოთ კომპანიას, რომელიც თავად იზრუნებს თქვენთვის ოპტიმალური და გამჭირვალე ბიუჯეტის შექმნაზე, შეარჩევს ხარისხიან მასალას და უზრუნველყოფს პროფესიონალურ მომსახურებას შეთანხმებულ ვადებში.