რენოვარე მომხმარებლებს სთავაზობს სამშენებლო მიმართულების მომსახურებებს, ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი მშენებლები, არქიტექტორები, ინჟინრები და ყველა საჭირო რგოლი ამმიმართულებით თქვენი უძრავი ქონებისთვის შექმნიან თქვენს რეალობაზე, ინტერესებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გათვალისწინებით.

მომსახურების პროცესი და პირობები:

  • გამოკითხვა პროექტის დეტალების შესახებ.
  • იმ შემთხვევაში თუ გამოკითხვის შედეგად ჩვენი გუნდი თანახმაა შეასრულოს სამუშაო, ჩვენ გეუბნებით სავარაუდო ფასს, რომელიც სამშენებლო მოცულობით (არა საცხოვრებელი) კვადრატულ მეტრზე მერყეობს 130$-დან - 190$-მდე ექვივალენტით ლარში (გადასახადების გარეშე).
  • თუ მომხმარებელი თანახმაა სავარაუდო ფასზე, მაშინ იხდის დეტალური ბიუჯეტის საკალკულაციო ხარჯს.
  • ჩვენი გუნდი ქმნის ზუსტ ხარჯთაღრიცხვას, საპროექტო მონაცემების მიხედვით: მონაცემების მაგალითი იხილეთ აქ.
  • იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ აქვს საპროექტო მონაცემები, მაშინ ჯერ პროცესი საპროექტო გუნდთან გადაინაცვლებს.
  • ზუსტად დათვლილი ბიუჯეტის განხილვის შემდეგ შედგება საბოლოო საკონტრაქტო ბიუჯეტი.
  • გაფორმდება კონტრაქტი, რომლის პირობების მიხედვითაც მომხმარებელი იწყებს ანგარიშსწორებას და ჩვენი გუნდი შენებას.
  • პროექტის განმავლობაში მომხარებელი მუდმივად ინფორმირებულია ვიდეო/ფოტო მასალის მეშვეობით შენების მიმდინარეობის შესახებ.
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ ფორმდება საბოლოო მიღება ჩაბარების ფორმა მხარეებს შორის.

სამშენებლო სერვისის ეს მიმართულება საჭიროებისამებრ მოიცავს სრულ მომსახურების სპექტრს, მათ შორის:

  • სამშენებლო ობეიქტის სტანდარტებით მოწყობა
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • შავი კარკასის (მშენებლობა + ბლოკი) სრულად წარმართვა
  • რკინის კონსტრუქციების მოწყობა
  • ღობისა და ტერასების მოწყობა
  • აუზის მოწყობა
  • სხვა ნებისმიერი კონსტრუქციული სამუშაო რაც გათვალისწინებულია პროექტით

იხილეთ სამაგალითო პროექტი მშენებლობის ორგანიზების ნაწილში:

სამაგალითო სამშენებლო ობიექტი

ერთ ერთი ჩვენს მიერ პროექტის შესრულების პროცესის ვიდეო და ფოტო მასალა.

WE BUILD YOUR ESTATE.