საბარტერო პირობები რემონტზე
იმ შემთხვევაში თუ გსურთ ბინის ან კომერციული ფართის გარემონტება გასაქირავებლად და არ გაქვთ თანხა. ჩვენ გთავაზობთ საბარტერო რემონტის მომსახურებას უძრავი ქონების უზრუნველყოფით. როგორ მუშაობს საბარტერო პირობები?
- უძრავი ქონება: თქვენ გაქვთ ბინა ან კომერციული ფართი, შავი, თეთრი კარკასის ან ძველი რემონტის პირობებში.
- ადგილმდებარეობა: უძრავი ქონების ლოკაცია კარგია, მაგრამ ვერ აქირავებთ რადგან არ გაქვთ გასარემონტებელი თანხა.
- უსახსრობა: ვერ ან არ ღებულობთ საბანკო სესხს.
- შეფასება: თქვენი უძრავი ქონების კვ.მ ფასია მაგალითად 1,102.5ლ.
- ფართის ღირებულება: უძრავი ქონების ფართობია 210 კვ.მ ანუ მთლიანი ღირებულებაა 213,525ლ.
- რემონტის ღირებულება: ბინის სრული რემონტი მაგალითად ჯდება 343ლ კვ.მ ანუ მთლიანი ღირებულებაა 72,030ლ.
- გამოთვლა: 72,030ლ / 1,102.5ლ = 65.3 კვ.მ
- ბარტერი: თქვენ ფართის უფასო რემონტის სანაცვლოდ თმობთ 65.3 კვ.მ რენოვარეს სასარგებლოდ.
- შედეგი: მიიღებთ უფასოდ გარემონტებულ 144.7 კვ.მ, რაც მინიმუმ 17ლ კვ.მ-ზე, თვეში 1,950ლ შემოსავალია.
ხელშეკრულების საფუძველზე თქვენი ბინა დაიტვირთება იპოთეკით და წინასწარ განისაზღვრება დასათმობი ფართი. უძრავი ქონების საბოლოო გაყოფა მოხდება რემონტის დასრულების შემდგომ.
დიზაინი-პროექტირება
ძველის დანგრევა-დასუფთავება
იატაკის მოჭიმვა
გალესვა
შედუღება
წყალგაყვანილობა
შპალერის გაკვრა
მალიარი შეღებვა
პარკეტი / ლამინატი
კაფელ-მეტლახის დაგება
აქსესუარების მონტაჟი
ელ. გაყვანილობა
სანტექნიკა
გათბობა
კონდიცირება
ვენტილაცია
მ/პ კარ-ფანჯარა
მასალების ტრანსპორტირება
ნაგვის გატანა
რემონტის შემდგომი დასუფთავება
გაყვანილობების შემოწმება
გასაღების გამოცვლა და ჩაბარება